ლონდონის “ჩელსი” შესაძლო ანტონიო კონტემ დატოვოს. აღნიშნულ ინფორმაციას თავად იტალიელი მწვრთნელიც არ უარყოფს. მისი განცხადებით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
“დავტოვებ თუ არა “ჩელსის” ივნისში? – ყველაფერი შესაძლებელია. კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირებს, მაგრამ ფეხბურთში შეიძლება სიტუაცია ერთ დღეში შეიცვალოს. ამ მომენტში აქ ხარ, მაგრამ მერე შენს ადგილს სხვა იკავებს”, - განაცხადა კონტემ.
ანტონიო კონტე “ჩელსის” 2016 წლიდან უდგას სათავეში. ინგლისური მედია იტალიელის შემცვლელებზე უკვე საუბრობს და ყველაზე ხშირად ლუის ენრიკესა და მასიმილიანო ალეგრის გვარები სახელდება.