“კობჰემის” საწვრთნელ კომპლექსში “ჩელსის” ვარჯიშის დროს ინციდენტი მოხდა.
The Sun-ის ინფორმაციით, კლუბის ოფისის სახურავზე მდგომი მაგიდის შუშის ზედაპირი, ძლიერი ქარის გამო, ძირს გადმოვარდა და “არისტოკრატების” ტოპ მენეჯერთა ავტოსადგომის ტერიტორიაზე ანტონიო კონტეს ავტომობილს (Nissan Juke) დაეცა. იტალიელი სპეციალისტი ამ დროს გუნდის საწვრთნელ პროცესს უძღვებოდა.
ინციდენტისას დაზიანებას გადაურჩა “ჩელსის” ურთიერთობის დირექტორი სტივ ატკინსი. წყაროს ცნობით, მანქანას შუშა იმ დროს დაეცა, როდესაც ატკინსი კონტეს ავტომობილთან იმყოფებოდა – სტივს საკუთარი მანქანა იქვე ჰყავდა გაჩერებული.