ლონდონის “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინი პრემიერლიგაში დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ინგლისელმა აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეექვსედ მოიგო.
აღსანიშნავია, რომ აქამდე საუკეთესო შედეგი ამ მხრივ სტივენ ჯერარდს ჰქონდა, რომელიც სწორედ 6-ჯერ დაასახელეს საუკეთესოდ. შესაბამისად, მას ახლა კეინი გაუტოლდა და მეტიც, მომავალში რეკორდის დამხობის შანსი ექნება.
ჰარიმ გასულ თვეში მოჰამედ სალაჰის, რობერტო ფირმინოს (ორივე “ლივერპული”), მარკოს ალონსოს (“ჩელსი”), მარკო არნაუტოვიჩის (“ვესტ ჰემი”), ჯესი ლინგარდის (“მანჩესტერი”), რიად მაჰრეზისა (“ლესტერი”) და ნიკოლას ოტამენდის (“სიტი”) კონკურენციაში გაიმარჯვა.
“ტოტენჰემის” ლიდერმა დეკემბერში პრემიერლიგის ეგიდით 6 შეხვედრა ითამაშა და 8 გოლის გატანა მოახერხა.