“მანჩესტერ სიტის” თავკაცი პეპ გვარდიოლა პრემიერლიგის დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. ესპანელმა უკვე ზედიზედ მეოთხედ მოიგო ეს ჯილდო და გახდა ისტორიაში პირველი, რომელიც ინგლისის ჩემპიონატში მიჯრით ოთხჯერ დაასახელეს თვის საუკეთესო მწვრთნელად.
პეპმა კონკურენტებს სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერშიც აჯობა. ერთადერთი გამონაკლისი მიმდინარე სეზონში აგვისტო გამოდგა, როდესაც საუკეთესოდ “ჰადერსფილდის” დამრიგებელი დავიდ ვაგნერი დასახელდა.
გვარდიოლას “სიტიმ” დეკემბერში პრემეირლიგაში 7 მატჩი ჩაატარა და აქედან 6 მოიგო, ხოლო ერთი ფრე ითამაშა. ესპანელმა გასულ თვეში სემ ელერდაისის (“ევერტონი”), “ანტონიო კონტეს (“ჩელსი”), როი ჰოჯსონის (“კრისტალ პალასი”), იურგენ კლოპისა (“ლივერპული”) და მაურიციო პოჩეტინოს (“ტოტენჰემი”) კონკურენცია დაძლია.