“ლივერპული” 28 წლის შემტევ დანიელ სტარიჯს 30 მილიონ გირვანქა სტერლინგად ყიდის, აღნიშნულ ინფორმაციას liverpoolecho.co.uk ავრცელებს.
წყაროს ცნობით, სტარიჯის გადაბირებით “ინტერი”, “ვესტ ჰემი” და “საუთჰემპტონი” არიან დაინტერესებულები.
მიმდინარე სეზონში სტარიჯმა სულ 9 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.