ლონდონის "არსენალის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, 26 წლის ფრანსის კოკლენი "ვალენსიამ" დაიმატა. როგორც "ღამურების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფრანგმა ესპანელებთან კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევრო იქნება.
ფრანსისი "არსენალში" 2008 წელს ფრანგული "ლავალიდან" გადავიდა. წლების განმავლობაში კოკლენი "ჩარლტონში", "ფრაიბურგსა" და "ლორიენში" იყო განათხოვრებული. ჯამში "მეთოფეების" მაისურით კოკლენმა 160 შეხვედრა ჩაატარა და თავი სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.