კალათბურთი

12:23 | 11.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 11 ქულა და ბრძოლაში დამარცხებული “რეჯიო ემილია”

მანუჩარ მარკოიშილის “რეჯიო ემილია” ევროთასის გასვლით მატჩში ბრძოლაში დამარცხდა. იტალიურმა კლუბმა ევროპაში რანგით მეორე საერთაშორისო ტურნირის ტოპ-16-ში ასპარეზობა 2 იანვარს წარმატებით დაიწყო. ემილიელებმა შინ ფრანგულ “ლიმოჟს” 20 ქულით სძლიეს, ხოლო გუშინ ასევე ფრანგულ “ვილერბანთან” 64:68 წააგეს.

ევროთასის მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე ტური ტურის მატჩი “რეჯიო ემილიამ” ლიონში გამართა, სადაც ბოლომდე ებრძოლა ტონი პარკერის გუნდს, რომელიც მომავალ წელს ევროლიგაში ითამაშებს. ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:06 წუთი გაატარა. მანუჩარმა 7-დან 3 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 11 ქულასთან ერთად მარკოიშვილმა 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ემილიელთაგან საუკეთესო შედეგი ამადეო დელა ვალემ დააფიქსირა – 17 ქულა, 8 მოხსნა.

თითო მოგებ-წაგებით 3-გუნდიან ჯგუდში “რეჯიო ემილია” მეორე ადგილზეა. პირველზე რუსული “უნიკსია”, რომელსაც მომდევნო ტურში, 16 იანვარს, მარკოიშვილის გუნდი ყაზანში შეხვდება.

GBF.GE

0.118994