ფეხბურთი

10:30 | 11.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მურილიომ ვარჯიში განაახლა

“ვალენსიას” ცენტრალურმა მცველმა, ჯეისონ მურილიომ ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

კოლუმბიელმა უკანახაზელმა დაზიანება ნოემბრის ბოლოს მიიღო, ოპერაციის გაკეთება მოუწია და მას შემდეგ არ უთამაშია. ის დიდი ალბათობით შაბათის მატჩისთვის, რომელშიც “ღამურები” გასვლაზე “დეპორტივოს” დაუპირისპირდებიან, განაცხადში იქნება.

25 წლის კოლუმბიელის სატრანსფერო უფლებები “ინტერს” ეკუთნის და “ვალენსიაში” იჯარით თამაშობს. მან მიმდინარე ლა ლიგაში 8-ჯერ ითამაშა.

0.121315