იტალიელი კარლო ანჩელოტი შესაძლოა ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელად დაინიშნოს. Evening Standard-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ არსენ ვენგერს კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. ამის მიზეზი “მეთოფეთა” წარუმატებელი თამაშია.
ფრანგის შესაძლო შემცვლელთა შორის კი, წყარო სწორედ “ბაიერნის” ექსთავკაცს მოიხსენიებს, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა.
გარდა ამისა, სახელდება მიკელ არტეტასა და მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურებიც. პირველი პეპ გვარდიოლას ასისტენტია “სიტიში”, ხოლო მეორეს “იუვენტუსთან” ხელშეკრულება 2020 წლამდე აკავშირებს.