ფეხბურთი

0:10 | 11.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ძარია ალბანეთში ითამაშებს

გორის “დილას” ყოფილი ფეხბურთელი ირაკლი ძარია კარიერას ალბანეთის მოქმედ ჩემპიონ “კუკესში” გააგრძელებს. ამის შესახებ ალბანური გუნდი ოფიციალურად იტყობინება.

29 წლის ქართველ ნახევარმცველსა და “კუკესს” შორის 1.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ძარია ალბანელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით მას მერე შეუერთდა, რაც “დილასთან” ხელშეკრულება ამოეწურა.

ირაკლი ძარიას თავის დროზე “ზესტაფონში”, “დინამოსა” და “სიონში” უთამაშია. რაც შეეხება “კუკესს”, გასულ სეზონში ალბანეთის ჩემპიონი პირველად გახდა, ხოლო მიმდინარე სეზონში 16 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზე იმყოფება და ლიდერს 12 ქულით ჩამორჩება.

0.115453