სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:16 | 10.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

რამირესი: "ინტერში" სიამოვნებით გადავალ"

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი რამირესი მილანის “ინტერში” გადასვლის სურვილს გამოთქვამს. 30 წლის ფეხბურთელმა აღიარა, რომ ევროპაში დაბრუნება სურს. თუმცა, ჯერჯერობით ისევ ჩინური გუნდის წევრია და შესაბამისად, ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

“დავიწყე ახალი სეზონისთვის მომზადება “ჯიანგსუ სანინთან” ერთად, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება ამის შემდეგ. “ინტერში” სიამოვნებით გადავალ, თუმცა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ “ჯიანგსუს” ფეხბურთელი ვარ. იმედია, საბოლოოდ, მივაღწევთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს”, - თქვა ბრაზილიელმა.

რამირესი “ჯიანგსუს” ლონდონის “ჩელსიდან” 2016 წელს შეუერთდა და ჩინური გუნდის რიგებში 49 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112923