მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კრიტიკოსებს უპასუხა. ფრანგი სპეციალისტის გნაცხადებით, ხალხმა ადვილად დაივიწყა წარსული და აღნიშნა, რომ მისი გუნდი ნაგავი არაა.
“არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ “რეალი” ნაგავია. “სელტასთან” ფრეც კი იყო დადებითი მომენტი. ხალხი ფიქრობს, რომ წარსული უნდა დავივიწყოთ და მხოლოდ ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები – ეს არაა სიმართლე.
არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რასაც 2 კვირის ან 3 თვის წინ მივაღწიეთ. არაფერს ნიშნავს 2-3 თამაშის ჩაგდება. მადლობა, რომ ბოლო ორი წელი გახსოვთ, მაგრამ ხალხსაც უნდა ახსოვდეს. მე ჩემს გუნდს და ფეხბურთელებს ნებისმიერ სიტუაციაში სიკვდილამდე დავიცავ”, - განაცხადა ზიდანმა.
შეგახსენებთ, 2017 წელს “სამეფო კლუბმა” 5 ტიტული მოიგო. თუმცა, ბოლო პერიოდში მადრიდული გრანდი არცთუ ისე ეფექტურად თამაშობს და ლა ლიგაში ჩემპიონობის შანსი თითქმის დაკარგული აქვს.