ფეხბურთი

21:17 | 10.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მსაჯთა აკადემიაში სწავლა გრძელდება

10 იანვარს, მსაჯთა აკადემიაში სწავლების მეორე ეტაპი დაიწყო. სემინარები სამი დღის განმავლობაში გაიმართება და ის თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკულ ვარჯიშებს მოიცავს.

„მსაჯთა აკადემიაში სწავლება განახლდა, სემინარები სამი დღის განმავლობაში ჩატარდება. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, ჯერ-ჯერობით კვლავ თეორიულ ნაწილს გავდივართ, თუმცა დღეს უკვე პრაქტიკაზე გადავდივართ. კურსანტები პირველ ეტაპზე დროშებით მუშაობას შეისწავლიან“- აღნიშნა ავთანდილ შალამბერიძემ.

„ვფიქრობ, რომ ეს ახალგაზრდებისთვის არის შანსი უფრო მეტად ჩაერთონ ფეხბურთში, სპორტში და რა თქმა უნდა, თავიანთი კარიერა განავითარონ. რაც შეეხება სწავლებას, ის მაღალ დონეზე მიმდინარეობს. დღეს თეორიულ კურსთან ერთად პრაქტიკული ვარჯიშები გვექნება და სტადიონზე დროშებით მუშაობას ვისწავლით.“- აღნიშნა კურსის მონაწილე გიორგი ხოსროშივლმა.

შეგახსენებთ, რომ პირველად საქართველოში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით, მსაჯთა აკადემია გაიხსნა, რომელიც კურსის მონაწილეთათვის სრულიად უფასოა. პროექტი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. მსაჯის პროფესიის შესწავლის 500 მსურველიდან, გასაუბრების შედეგად, 20 დეკემბერს სწავლა 30-მა შერჩეულმა მონაწილემ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მსაჯის პროფესიას 7 გოგონა დაეუფლება.

gff.ge

0.119833