“სან ანტონიო სპურსის” ფრანგ გამთამაშებელს ტონი პარკერს მარჯვენა კოჭის ტრავმა აწუხებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ პარკერმა, ტრავმის გამო, მიმდინარე სეზონის დასაწყისი გამოტოვა.
ფრანგმა მიმდინარე სეზონში სულ 17 შეხვედრა ჩაატარა, სადაც საშუალოდ 8.6 ქულას და 2.2 პასს აგროვებდა.