"ლივერპულს" ლუის სუარესის დაბრუნება სურს. კლუბის ხელმძღვანელებმა ეს ამბავი კატალონიელებს გასულ კვირაში გამართული მოლაპარაკებისას აცნობეს, როცა "ენფილდიდან" კოუტინიოს რეკორდულ თანხად 160 მილიონად "ბარსაში" გადასვლაზე თანხმდებოდნენ.
სუარესმა ცოტა ხნის წინ კვლავ საუკეთესო ფორმა დაიბრუნა და ბომბარდირობისთვის იბრძვის, თუმცა სეზონის დასაწყისში მწვრთნელთან დაძაბული ურთიერთობაც გამოიარა.
"ლივერპული" კი პასუხს ელის და იმედოვნებს, რომ კლუბი და ფეხბურთელი მის წინადადებაზე იფიქრებენ.