ჭადრაკი

12:52 | 10.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაღალაშვილმა საბერძნეთში წარმატებით იასპარეზა

დავით მაღალაშვილი საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში გამართულ საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე საპრიზო სამეულში გავიდა.

შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. ტურნირში ორი ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობდა: დავით მაღალაშვილი და გიგა ყუფარაძე.

9-დან 7,5 ქულით გამარჯვება არავის დაუთმო ვლადისლავ ნევედნიჩიმ (მოლდავეთი).7-7 ქულით II-III ადგილები გაინაწილეს და კოეფიცინეტთა ცხრილით შემდეგნაირად განლაგდნენ:

2.დავით მაღალაშვილი; 3.ნიკოლა ნესტორივიჩი (სერბეთი).

გიგა ყუფარაძემ 6 ქულა დააგროვა და IX-XV ადგილები გაიყო.

gcf.org.ge

0.119226