იტალიის ვილორბაში დასრულდა საერთაშორისო ღია ტურნირი, რომელშიც ქართული ჭადრაკის ლიდერი ბაადურ ჯობავა მონაწილეობდა.
თბილისელმა დიდოსტატმა 9-დან 6,5 ქულა დააგროვა და II-IV ადგილები გაინაწილა: ფერენც ბერკეშთან (უნგრეთი) და ანტონ კორობოვთან (უკრაინა) ერთად. დამატებითი მაჩვენებლებით ჯობავა მესამე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი კი 7 ქულით რიჩარდ რაპორტმა (უნგრეთი) დაისაკუთრა.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და რიგით მეორე გახლდათ.
gcf.org.ge