ფეხბურთი

23:38 | 9.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანიოლი: "მუნდიალის ფინალში ზიდანის გაძევება სილვენ ვილტორის ბრალია"

12 წელი გავიდა, კიდევ ბევრი გაივლის, მაგრამ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში, ზინედინ ზიდანისა და მარკო მატერაცის ინციდენტი ისევ აქტუალური იქნება. ამჯერად, მომხდარზე “მამლების” მაშინდელმა მარჯვენა მცველმა ისაუბრა და ყველაფერი თანაგუნდელს, ოღონდ სილვენ ვილტორს დააბრალა...

საქმე ისაა, რომ, როდესაც მატერაცი მინდორზე გახლდათ დაცემული, ბურთი კლოდ მაკელელეს ჰქონდა, მან პასი ვილტორს მისცა, რომელმაც იფიქრა, რომ იტალიელს ტრავმა აქვსო და ბურთი მოედნის ფარგლებს მიღმა გადააგდო. ეს ეპიზოდი თურმე სანიოლს დღემდე მწარედ ახსენდება:

“სილვენს ბურთი მოედნის ფარგლებს მიღმა არ გადაეგდო, მჯერა, რომ მსაჯი თამაშს არასდროს შეაჩერებდა და ზიდანი წითელ ბარათს არ მიიღებდა”, - იხსენებს სანიოლი SFR Sport 1-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ იტალია - საფრანგეთის მატჩის 110-ე წუთზე ზიდანმა მატერაცის მკერდში თავი უთავაზა, რის შემდგომაც ლეგენდარული ფრანგის კარიერა წითელი ბარათით დასრულდა.

0.11319