მილანის “ინტერის” თავდამსხმელი მაურო იკარდი მადრიდის “რეალში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ბრიტანული მედიის და კერძოდ, Daily Express-ის ცნობით, არგენტინელმა ფორვარდმა “სამეფო კლუბში” სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და მალე ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად იკარდი შვებულებაში იმყოფება და მეუღლე, ვანდა ნარასთან ერთად მალდივის კუნძულებს ნებივრობს. დასახელდა სატრანსფერო ღირებულებაც – “ინტერი” 110 მილიონ ევროს მიიღებს.
ვნახოთ, გამართლდება თუ არა, ბრიტანელთა მიერ გავრცელებული ცნობა. ისე კი, არახალია, რომ “რეალი” 24 წლის სამხრეთამერიკელს თავისთან იწვევს.