ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 2018 წლის სეზონი შიდა კონკურენციით გახსნეს. "ახალი თბილისის” სპორტულ კომპლექსში მდებარე ფრენბურთის დარბაზში გაშლილ ხალიჩაზე დღეს, ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში გაიმართა შეხვედრები. ფინალისტები გამოვლინდნენ 55, 63, 72, 82 და 97 კილოგრამებში.
საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ:
55 კგ - ნუგზარ წურწუმია (ხობი) - ზურაბ მაჭარაშვილი (ოზურგეთი)
63 კგ - ლერი აბულაძე (აჭარა) - ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)
72 კგ - რამაზ ზოიძე (აჭარა) - იური ლომაძე (ოზურგეთი)
82 კგ - ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი) - ლაშა გობაძე (აჭარა)
97 კგ - რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი) - კოკა კირცხალია (თბილისი)
მედლების პირველი ხუთი კომპლექტი ხვალ საღამოს, 17:00 საათიდან გათამაშდება. იქამდე კი, დილიდან საქმეში დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის მოჭიდავეები ჩაებმებიან, წინასწარი ეტაპის შეხვედრების ჩასატარებლად.