კატალონიის “ბარსელონა” მზადაა, 26 წლის ფრანგ ანტუან გრიზმანს წინადადებით მიმართოს. Cedena Ser-ის ინფორმაციით, “ატლეტიკოს” თავდამსხმელს “ბლაუგრანა” 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომელზეც თავად მოთამაშეც თანახმაა, თუმცა მას მადრიდულ კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებს.
გარდა ამისა, კატალონიური გრანდი გრიზმანს ხელფასის სახით წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობს. სწორედ ამდენივეს გამოიმუშავებს “ბარსას” ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესიც.
მიმდინარე სეზონში გრიზმანმა “ატლეტიკოს” შემადგენლობაში ყველა ტურნირის ჩათვლით 22 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი მიითვალა.