ფეხბურთი

13:58 | 9.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფელაინი მოურინიოს: “მივდივარ”!

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი მარუან ფელაინი გუნდის დატოვებას გეგმავს. ამის შესახებ ბელგიელმა ფეხბურთელმა “წითელი ეშმაკების” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს განუცხადა.

30 წლის მოთამაშემ მანჩესტერელებთან ხელშეკრულების გახანგრძლივების რამდენიმე ვარიანტზე უარი თქვა და ახალი კლუბის ძიებაშია.

ფელაინი “მანჩესტერში” “ევერტონიდან” გადავიდა. გამოცდილი ნახევარმცველი მანჩესტერელთა ღირსებას 2013 წლიდან იცავს, თუმცა მიმდინარე სეზონში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას უჩივის - მან პრემიერლიგის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

0.100432