“ნოტინგემ ფორესტმა” ინგლისის ასოციაციის თასის 1/32 ფინალში “არსენალი” (4:2) დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მიუხედავად ამისა, თამაშის მეორე დღეს მთავარი მწვრთნელი გარი ბრაზილი დაკავებული თანამდებობიდან მაინც გაათავისფულეს.
როგორც ჩემპიონთა თასის ორგზის გამარჯვებულთა ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ამიერიდან გუნდს აიტორ კარანკა გაუძღვება, რომელიც 2013-2017 წლებში “მიდლსბროს” თავკაცი იყო. ესპანელი “ნოტინგემს” 2.5 წლის განმავლობაში გაწვრთნის.
რაც შეეხება ბრაზილს, მან გუნდი მიმდინარე სეზონის დაწყების წინ ჩაიბარა. თუმცა, “ფორესტი” ჩემპიონშიფში ამ დროისთვის მხოლოდ მე-14 ადგილზე იმყოფება.