ფეხბურთი

21:51 | 8.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

როდის დაუბრუნდება მოედანს ჯანო?

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ვარჯიშს თებერვალში განაახლებს. როგორც “სახალხო გუნდის” სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელმა მიხაილ ვარტაპეტოვმა განაცხადა, სარეაბილიტაციო პერიოდი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

“ჯანოს, ტიგიევისა და ტიმოფეევის სარეაბლიტაციო პერიოდი გეგმის მიხედვით მიდის. ისინი მალე ინდივიდუალურად ივარჯიშებენ. რაც შეეხება მოედანზე დაბრუნების პერიოდს, ჯანო და ტიმოფეევი თებერვლის ბოლოს უნდა დაბრუნდნენ, ტიგიევი – მარტში”, - ციტირებს ვარტაპეტოვის სიტყვებს “სპარტაკის” ვებგვერდი.

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძემ ტრავმა სექტემბერში მიიღო და მოგვიანებით ქირურგიული ჩარევა იტალიის დედაქალაქ რომში ჩაუტარდა.

0.153044