კალათბურთი

19:49 | 8.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის 27 ქულა და 11 მოხსნა ლიბანის ჩემპიონატში

ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ლიბანური “ბიბლოსის” შემადგენლობაში მეორე მატჩი ჩაატარა და თავი ისახელა. სამწუხარო ისაა, რომ ქართველი ფორვარდის გარჯა მოგებით არ დაფასდა. “ბიბლოსმა” “ბეირუთს” უმასპინძლა და 81:95 წააგო.

ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 34 წუთში 27 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 16-დან 14 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, პერსონალური ფოლი არ მიუღია, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 11-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ნიკოლოზის სარგებლიანობის კოეფიციენტი 39-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

“ბიბლოსს” 14 ტურის შემდეგ მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს და ბოლოსწინა მე-9 ადგილზე იმყოფება. ქართველი ფორვარდის კლუბი მომდევნო მატჩს 14 იანვარს, სტუმრად, “საგესეს” წინააღმდეგ გამართავს.

gbf.ge

0.113166