ფეხბურთი

20:52 | 8.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ლაციომ” დაცვის ხაზი გააძლიერა

იტალიური “ვერონას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი მარტინ კასერესი კარიერას რომის “ლაციოში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

კასერესმა “ლაციოსთან” 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა მხარეების სურვილის შემთხვევაში მისი გახანგრძლივება შესაძლებელი იქნება.

მარტინ კასერესმა მიმდინარე სეზონის პირველ ნაწილში “ვერონას” რიგებში 14 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო.

ურუგვაელი თავის დროზე “ბარსელონაში” ირჯებოდა და 2009 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. კარიერის საუკეთესო პერიოდი კი ტურინის “იუვენტუსში” გაატარა (2009-2010 და 2012-2016), რომლის რიგებშიც ხუთჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი.

30 წლის მცველს ურუგვაის ნაკრებში 75-ჯერ უთამაშია (4 გოლი) და კოპა ამერიკის მოგება შეძლო.

0.117513