ფეხბურთი

16:15 | 8.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" საგარეო ჩავარდნა, ძველ-ახალი დიეგო და მაქსის საიუბილეო

WORLDSPORT.GE აგრძელებს რუბრიკას "ტოპ ჩემპიონატები" - ყოველი ტურის დასრულების შემდეგ გთავაზობთ ინგლისის პრემიერლიგის, იტალიის სერია A-ს, ესპანეთის ლა ლიგის, გერმანიის ბუნდესლიგისა და საფრანგეთის ლიგა 1-ის საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს, ფაქტებს, ისტორიულ მიღწევებს. მაშ ასე, ტოპ ჩემპიონატები ერთ გვერდზე...

იტალია, სერია A

24 – “იუვენტუსმა” ზედიზედ 24 საგარეო შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა და ეს იტალიის ჩემპიონატის სარეკორდო მაჩვენებელია.

1440/264 – “ატალანტა” მიმდინარე სეზონში საუკეთესო მოპოვებული ბურთის რაოდენობით (1440) და მოგებული დუელებით (264).

200 – მასიმილიანო ალეგრის სერია A-ში მეორასე თამაში მოიგო. “იუვენტუსის” თავკაცის რანგში კი გამარჯვება მეასედ იზეიმა. დანარჩენი 100 გამარჯვება “კალიარიზე” და “მილანზე” ნაწილდება.

2 – “რომამ” ბოლო სამი მატჩიდან ორი წააგო და ეს უფრო მეტია, ვიდრე მანამდე 20 შეხვედრაში განიცადა.

2 – “რომამ” “ატალანტასთან” საწყის 20 წუთში 2 გოლი გაუშვა. მიმდინარე სეზონში ხსენებულ პერიოდში მხოლოდ 3 გოლი ჰქონდა გაშვებული.

4 – “ჯენოამ” ზედიზედ 4 მატჩში საკუთარი კარის მშრალად შენახვა 1964 წლის იანვრის შემდეგ პირველად მოახერხა.

3 – ენრიკო ბრინიოლამ “ბენევენტოს” რიგებში მიმდინარე სეზონში 3 მატჩი ჩაატარა და მისი გუნდი არცერთხელ დამარცხებულა. აღსანიშნავია, რომ ბრინიოლა მოედანზე 17 შეხვედრაში არ იყო და “ბენევენტომ” ყველა წააგო. სამაგიეროდ, მასთან ერთად დაუმარცხებელია...

20 – ჩირო იმმობილე ზედიზედ მეორე სეზონია მინიმუმ 20 გოლის გატანა ახერხებს. “ლაციოს” ფეხბურთელთაგან ბოლოს ასეთი რამ ჯუზეპე სინიორიმ გააკეთა 1992-1993 და 1993-1994 წლების სეზონებში.

4 – კალიდუ კულიბალიმ მიმდინარე სეზონში თავი მეოთხედ გამოიჩინა და მცველებს შორის ეს საუკეთესო შედეგია.

4 – ჩირო იმმობილე გახდა პირველი ფეხბურთელი 2017 წლის თებერვლის შემდეგ, ვინც პოკერი შეასრულა. ბოლოს ასეთი რამ ასევე “ლაციოს” ფეხბურთელმა მოახერხა (მარკო პაროლომ “პესკარასთან”).

3 – ჩირო იმმობილე ასევე პირველი გახდა 2017 წლის აპრილის შემდეგ, რომელმაც პირველ ტაიმში ჰეთ-თრიქი გაიფორმა. საინტერესოა, რომ ამ მხრივავ ბოლოს “ლაციოს” ფეხბურთელი გამოირჩა (კეიტა ბალდე “პალერმოსთან”).

5 – “სპალისა” და “ლაციოს” მატჩის საწყის 30 წუთში 5 გოლი გავიდა. ეს მიმდინარე სეზონის ყველაზე შედეგიანი ნახევარი საათი გამოდგა.

4 – ლორენცო დე სილვესტრიმ მიმდინარე სეზონში უკვე 4 გოლი გაიტანა. არადა, აქამდე მისი საუკეთესო მიღწევა 2 გოლი იყო ერთ სეზონში.

ესპანეთი, ლა ლიგა

4 – “რეალს” ზედიზედ 4 საგარეო მატჩია არ მოუგია (3 ფრე, 1 წაგება). ასეთი ცუდი სერია “სამეფო კლუბს” ბოლოს 2008 წლის დეკემბერში ჰქონდა (1 ფრე, 3 წაგება).

1 – მაქსი გომესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” და “რეალს” გოლი გაუტანა.

11 – გარეთ ბეილმა ბოლო 13 მატჩში 11 გოლში მიიღო მონაწილეობა ყველა ტურნირის ჩათვლით (7 გოლი, 4 პასი).

6 – ისკო ალარკონმა მიმდინარე სეზონში 6 საგოლე პასი გააკეთა, რაც “რეალის” ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგია.

200 – ზინედინ ზიდანის მწვრთნელობის პერიოდში “რეალმა” ლა ლიგაში მეორასე გოლი გაიტანა. ამ წუთისთვის გატანილი გოლების რაოდენობა 201 გახლავთ.

8 – “დეპორტივომ” ყველაზე მეტი ქულა მიმდინარე სეზონში იმ მატჩებიდან, რომლებშიც პირველი გოლი გაუშვა.

6 – არიც ადურისს ყველაზე მეტი პენალტი აქვს წელს გატანილი ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ყველა ტურნირის ჩათვლით (6).

7 – პაულინიოს 7 გოლი აქვს გატანილი და ეს ნახევარმცველებში საუკეთესო შედეგია.

3 – სერხი რობერტომ კარიერაში პირველად მოახერხა ზედიზედ 3 შეხვედრაში საგოლე პასის გაკეთება.

8 – ლუის სუარესმა ბოლო შვიდი მატჩიდან ექვსში გოლის გატანა მოახერხა (ჯამში 8 გოლი).

365 – ლიონელ მესიმ ლა ლიგაში მეოთხასე მატჩი ჩატარა და 365-ე გოლი გაიტანა.

9 – მხოლოდ “ბარსელონამ” და “ატლეტიკომ” (11) შეძლეს მიმდინარე სეზონში კარის მშრალად შენახვა, ვიდრე “ლეგანესმა” (9).

3 – გაბრიელ პირესმა ბოლო ორ თამაშში სამ გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 1 პასი).

5 – “ბეტისმა” ლა ლიგის ეგიდით სევილიურ დერბიში 5 გოლის გატანა ისტორიაში პირველად მოახერხა.

3 – ზუჰარ ფედალმა ლა ლიგაში მესამე გოლი გაიტანა და ეს მცველებს შორის საუკეთესო შედეგია. აღსანიშნავია, რომ მაროკოელმა სამივე გოლი თავით გაიტანა.

10 – “ბეტისს” ლა ლიგაში თავით ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.

1 – ფაბიან რუისის გოლი “ბეტისისთვის “სევილიას” წინააღმდეგ გატანილი ყველაზე სწრაფი გოლი გამოდგა.

18 – ხოაკინ სანჩესმა სევილიურ დერბიში მე-18 შეხვედრა ჩაატარა და ეს რეკორდია. ხოაკინმა კარდენოსას შედეგი გააუმჯობესა (17).

5 – ხოსე ანხელმა მიმდინარე სეზონში მეხუთე საგოლე პასი გააკეთა. ჟორდი ალბასთან ერთად მცველებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

1 – დიეგო კოშტა ლა ლიგაში პირველად გააძევეს იმ შეხვედრაში, რომელშიც გოლი გაიტანა.

7 – “ატლეტიკოსა” და “ხეტაფეს” მატჩის პირველ ტაიმში 7 ყვითელი ბარათი აჩვენა მსაჯმა. ეს ლა ლიგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მიმდინარე სეზონში პირველი 45 წუთის მონაცემებით.

1 – ანხელ კორეა პირველ ტაიმში ბურთს საჯარიმოში ერთხელ შეეხო და გოლი გაიტანა.

P.S პრემიერლიგაში, ბუნდესლიგასა და ლიგა 1-ში ზამთრის შესვენებაა.

0.121991