კალათბურთი

12:29 | 8.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

თემურ კანკიას ახალი, ძველი გუნდი
„დელტა“ ბათუმში ჩადის

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის დებიუტანტ „დელტას“ ამ ეტაპზე უკვე 3 მოგება აქვს. გუნდი შემდეგ თამაშს 9 იანვარს ბათუმში გამართავს.

„დელტას“ მთავარი მწვრთნელი თემურ კანკია პრინციპულ მატჩზე ლიდერების გარეშე მიდის.

კანკიასთან რამდენიმე საინტერესო საკითხზე ვისაუბრეთ:

„ბათუმი“

თემურ კანკია: „ძალიან კარგი, სწრაფი გუნდია. ბურთი არ ჩერდება და ორმაგად რთული იქნება ამ გუნდის წინააღმდეგ ბათუმში თამაში. რა თქმა უნდა, შანსები გვაქვს, მაგრამ ყურადღებით, აკურატულად უნდა ვითამაშოთ. ჩვენ მოვუგეთ „ოლიმპს“ და „ბათუმი“ ამ გუნდზე ნაკლები არ არ არის.“

„დელტას“ ტრავმირებულებზე

თ.კ: „კარგია, რომ ჯიმ ბონდუმელმა და დეანდრე რეიმ ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყეს. არტიომ შვეცი უკვე თამაშობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ბოლომდე წესრიგშია, შეუძლია ასი პროცენტით დატვირთვა. ჩვენ მის კონდიციებსაც ყურადღებით ვაკვირდებით. სრული, ოპტიმალური შემადგენლობით ჯერ ვერ ვვარჯიშობთ.“

„ბათუმთან“ პირველ თამაშზე

თ.კ: „იმ თამაშში („ბათუმმა“ 92:78 მოიგო) კარგად დავიწყეთ, სოლიდურად ვიგებდით, ოთხი მეოთხედიდან 2 მოვიგეთ და 1 არ წავაგეთ. უბრალოდ, მესამე მეოთხედში „ბათუმს“ ერთი-ერთზე თავისუფლად თამაშის შანსი მივეცით და მოწინააღმდეგე აქ გაიქცა. იმ თამაშის მოგების შანსი იყო და ამ თამაშის მოგების შანსიც იქნება.“

სეზონზე

თ.კ: „დღეს, ამ სიტუაციით, ჩვენი ტრავმირებულებით, ვიბრძვით სუპერლიგაში დასარჩენად, მაგრამ ჩემპიონატი მიდის და შეიძლება, ბევრი რაღაც შეიცვალოს. ოპტიმალური შემადგენლობით თამაში ყველა გუნდს, ყველა მწვრთნელს ვარირების მეტ შანსს აძლევს. დაველოდოთ.“

ბათუმში საინტერესო იქნება.

ზურაბ თალაკვაძე

0.129577