ფეხბურთი

21:30 | 7.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის 2017 წლის სიმბოლურ ნაკრებში

საქართველოს 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელი სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის 2017 წლის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ავტორიტეტულმა გამოცემა Championat.com-მა გასული წელი შეაჯამა და ვალერი გაზაევის შედგენილ წლის საუკეთესო თერთმეტეულში ჩვენებურის ადგილიც გამოინახა.

“სოლომონ კვირკველია ის ფეხბურთელია, რომელიც სიმბოლურში სტაბილურად ხვდებოდა. 2017 წელს მისმა სტაბილურობამ განაპირობა წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა”, - წერს გამოცემა.

კვირკველიამ 2017 წელს რუსეთის პრემიერლიგაში ჯამში 32 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა. მიმდინარე სეზონში ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ტურის სიმბოლურშიც ხვდებოდა.

0.115715