“ნაპოლის” შემტევი ხოსე კალეხონი იტალიის სერია A-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ესპანელ ფეხბურთელებს შორის. 30 წლის შემტევისთვის “ვერონას” კარში გატანილი გოლი კალჩოში 52-ე გამოდგა და ამ შედეგით მან ლეგენდარულ ლუის სუარესს გადაასწრო.
60-იანი წლებში სუარესმა “ინტერისა” და “სამპდორიას” რიგებში 51-ჯერ გამოიჩინა თავი სერია A-ში და აქამდე მისი შედეგი საუკეთესო გახლდათ.
კალეხონს, რომელიც “ნაპოლის” ღირსებას 2013 წლიდან იცავს, თანამემამულის რეკორდის დასამხობად 170 შეხვედრა დასჭირდა.