ფეხბურთი

16:40 | 7.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიბალას "ტოტენჰემთან" ელოდებიან

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი პაულო დიბალა ტრავმირებულია. 23 წლის შემტევმა ტრავმა “კალიარისთან” მატჩის დროს, კერძოდ, 48-ე წუთზე მიიღო და შესაცვლელი შეიქნა.

როგორც “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, არგენტინელ ფეხბურთელს დღეს დილით გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ დიბალას მარჯვენა ბარძაყზე დაზიანება აღენიშნება. თუმცა, ტრავმა საშუალო სიმძიმისაა და პაულომ უკვე დაიწყო სარეაბილიტაციო პერიოდი. თუ რა დრო გაუცდება “იუვეს” 10-იანს ჯერჯერობით უცნობია. ტურინული გუნდის საიტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მას ახლო მომავალში კიდევ ერთხელ ჩაუტარდება გამოკვლევა და შემდეგ გახდება ყველაფერი ცნობილი.

ისე კი, იტალიური მედიის ვარაუდით, დიბალა დაახლოებით ერთი თვე იუქმებს. დღევანდელი მონაცამებით, “ლა ჯოიამ” ჩემპიონთა ლიგაზე “ტოტენჰემთან” თამაში უნდა შეძლო. ეს მატჩი 13 თებერვალს გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ გუშინდელ მატჩში "ბიანკონერის" სამი ხედირა და ჯორჯო კიელინიც დაუშავდნენ, მაგრამ მათი დაზიანებები საგანგაშო არ აღმოჩნდა და მოედანზე გასვლას მომდევნო შეხვედრაშივე შეძლებენ.

0.121465