ფეხბურთი

21:16 | 6.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“მილანისთვის” დემბელე პრიორიტეტულია

იტალიური “მილანი” ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველ მუსა დემბელეს შეძენას გეგმავს. Calciomercato-ს ინფორმაციით, “როსონერის” ხელმძღვანელობა 30 წლის ბელგიელი ფეხბურთელის დამატებას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გეგმავს. მეტიც, იტალიელებისთვის დემბელეს ტრანსფერი პრიორიტეტულია.

აღსანიშნავია, რომ მუსას “მამლებთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეები მის განახლებას არ გეგმავენ. “მილანს” სათადარიგო ვარიანტიც აქვს შემუშავებული – “უდინეზეს” ჩეხი ნახევარმცველი იაკუბ იანკტო.

მუსა დემბელე “ტოტენჰემში” 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირის ჩათვლით 15 მატჩი ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.

0.118443