ფეხბურთი

17:27 | 6.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი და "იუვენტუსი" გაგრძელდება

ტურინის “იუვენტუსი” და ვიცე-კაპიტანი ჯორჯო კიელინი ურთიერთობას განაახლებენ. იტალიური მედიის ცნობით, მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და მეტიც, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 33 წლის ფეხბურთელი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ჯორჯოს “იუვესთან” მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა “ბებერი ქალბატონი” დაცვის ლიდერის გაშვებას არ გეგმავს და შეთანხმების თანახმად, კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე განახლდება. ჯერჯერობით, ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

ჯორჯო კიელინი “იუვენტუსის” ღირსებას 2005 წლიდან მოყოლებული იცავს. მიმდინარე სეზონში იტალიელმა ტურინელთა რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 20 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

0.121657