ფეხბურთი

13:52 | 6.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტევესმა ფულს სახლის სითბო არჩია...

ვეტერანი არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი ჩინური ვოიაჟის შემდეგ მშობლიურ სახლს დაუბრუნდა. 33 წლის შემტევი ამიერიდან კვლავ “ბოკა ხუნიორსის” ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია სამხრეთამერიკულმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა.

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ “შანხაი შენჰუასთან” კონტრაქტი გაწყვიტა და შესაბამისად, “ბოკას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ ტევესი ჩინეთში 2017 წელს სწორედ “ბოკადან” გადავიდა და 1 წელიწადში 38 მილიონი ევრო გამოიმუშავა. “შანხაიში” “აპაჩემ” 17 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

კარლოს ტევესისთვის “ბოკა ხუნიორსი” მართლაც სახლია. სწორედ ამ გუნდიდან დაიწყო მისი წარმატებული კარიერა (2001-2004), ხოლო “ბომბონერაზე” 2015 წელს დაბრუნდა. მერე იყო ჩინეთი და ახლა ისევ “ბოკა”.

ტევესი და “ბოკა” განუყოფელნი არიან...

0.118919