ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. Sky Sports-ის ინფორმაციით, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა ვენგერს 21-ე ტურში “ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან” მსაჯების მიმართ გამოხატული აგრესია არ აპატია.
გარდა დისკვალიფიკაციისა, ვენგერს 40 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ჯარიმაც შეეფარდა.
აღსანიშნავია, რომ ვენგერმა დისკვალიფიკაციის შეფარდების შემდეგ თავისი ყოფილი შეგირდის, ჟორჟ ვეას საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე აპირებს წასვლას ლიბერიაში. ამის შესახებ თავად ფრანგმა განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ სადისციპლინო კომიტეტი დისკვალიფიკაციას მიუსჯიდა.