ბორხა მაიორალი მიმდინარე სეზონში მადრიდის “რეალის” ყველაზე ეფექტური ფეხბურთელია. რაც უნდა უცნაური იყოს, 20 წლის ფორვარდს უკეთესი საშუალო სტატისტიკური მონაცემები აქვს, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუს, გარეთ ბეილსა და ქარიმ ბენზემას.
საქმე ისაა, რომ მაიორალს გოლი ყოველ 106 წუთში ერთხელ გააქვს და ასეთი კარგი შედეგი “სამეფო კლუბის” სხვა ფეხბურთელებს ამ სეზონში არ აქვთ.
ბორხა მაიორალის ანგარიშზე უკვე 5 გოლია – 1 ლა ლიგაში გაიტანა, 1 ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო სამჯერ თავი სამეფო თასზე გამოიჩინა.