“ვალენსიამ” საკუთარი სკოლის აღზრდილი ორი მოთამაშე გაასხვისა. “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, რობერტ იბანესი და რაფა მირი “მესტალიაზე” აღარ ითამაშებენ.
24 წლის იბანესი, რომელიც შემტევი ნახევარმცველია, 1.5 მილიონ ევროდ “ხეტაფემ” გაიფორმა, თუმცა მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით “ოსასუნაში” იასპარეზებს. მას “ლოს ჩეს” ძირითად გუნდში დებიუტი 2014 წელს ჰქონდა, თუმცა ფეხის მოკიდება ვერ შეძლო და ბოლო ორი სეზონი “გრანადაში” და “ლეგანესში” იყო განათხოვრებული.
20 წლის მირი კი თავდამსხმელია და მასზე საკმაოდ დიდი იმედებსაც ამყარებდნენ, თუმცა ახალგაზრდა მოთამაშეს კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება მოუვიდა და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. ის 2 მილიონ ევროდ ჩემპიონშიპის ბინადარმა “ვულვზმა” დაიმატა, რომელსაც "ვალენსიას" ყოფილი მწვრთნელი ნუნუ ესპირიტო სანტო უდგას სათავეში. მირმა “ღამურების” ძირითად გუნდში სულ 6-ჯერ ითამაშა, თუმცა მეორე გუნდში ძალიან შედეგიანი გახლდათ და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა.