ფეხბურთი

17:39 | 4.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" სანჩესის შემცვლელად ობამეიანგს განიხილავს

ლონდონის “არსენალი” “დორტმუნდის” ფორვარდის, პიერ-ემერიკ ობამეიანგით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, “მეთოფეები” გაბონელ ფეხბურთელს ალექსის სანჩესის შესაძლო შემცვლელად განიხილავენ, რომელიც სავარაუდოდ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. ჩილელს ლონდონურ გუნდთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

აღსანიშნავია, რომ “დორტმუნდის” ხელმძღვანელობასთან იდეალური ურთიერთობა არც ობამეიანგს აქვს და აღნიშნული სიტუაციით სარგებლობას “არსენალი” გეგმავს.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი “დორტმუნდში” 2013 წელს ჩაირიცხა. გერმანულ გუნდში აფრიკელმა შემტევმა 212 მატჩში 141 გოლის გატანა მოახერხა.

0.116849