კალათბურთი

15:27 | 4.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას 7 ქულა და გამარჯვება დალასში

“გოლდენ სტეიტ უორიორსმა” მორიგი გამარჯვება ტეხასში მოიპოვა. ოკლენდელები “დალასს” ესტუმრნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 125:122 დაამარცხეს.

ქართველი ცენტრი “გოლდენ სტეიტის” სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 12 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ზაზას ანგარიშზე 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დაგროვდა. საუკეთესო შედეგი სტეფ კარიმ დააფიქსირა – 32 ქულა, 8 პასი, 5 მოხსნა. კლეი ტომპსონმა და კევინ დიურანტმა 25-25 ქულა გაიფორმეს.

30 მოგებითა და 8 წაგებით “გოლდენ სტიტი” დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, შემდეგ მატჩს კი 5 იანვარს, ჰიუსტონში “როკეტსთან” გამართავს.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070642
სარეკლამო ადგილი - 99
X x X