კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა მეკარემ ვიქტორ ვალდესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ლა ლიგის ტვიტერის გვერდი ოფიციალურად იტყობინება.
ვიქტორ ვალდესს კარიერის უმეტესი ნაწილი “ბარსელონაში” აქვს გატაებული, რომლის რიგებში 2002-2014 წლებში თამაშობდა და ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მათ შორის, 6-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და სამჯერ ჩემპიონთა ლიგა.
“ბარსადან” წასვლის შემდეგ “მანჩესტერსა” და ლიეჟის “სტანდარტში” ითამაშა, ხოლო მისი ბოლო გუნდი ინგლისური “მიდლსბრო” გამოდგა, რომლის ღირსება გასულ სეზონში 28 შეხვედრაში დაიცვა.
ვალდესმა 2010-2014 წლებში ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისური 20-ჯერ მოირგო.