ფეხბურთი

1:20 | 4.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიო "ევერტონთან" მატჩს გამოტოვებს

ინგლისური “ლივერპულის” ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო ინგლისის ასოციაციის თასზე “ევერტონის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. Guardian-ის ინფორმაციით, ბრაზილიელ ფეხბურთელს ბარძაყის ტრავმა აწუხებს და აღნიშნული მიზეზით ლივერპულულ დერბს დააკლდება.

შეგახსენებთ, კოუტინიოს ირგვლივ ბოლო დროს ისევ აქტუალური გახდა მისი “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლის საკითხი. თუმცა, ჯერჯერობით ინგლისური გუნდი სამხრეთამერიკელის შენარჩუნებას ახერხებს.

აქვე გეტყვით, რომ “ლივერპულისა” და “ევერტონის” დერბი 5 იანვარს გაიმართება.

0.113703