გერმანიის ჩემპიონი მიუნხენის “ბაიერნი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, რომელიც ახლახან გაიხსნა, უკვე დახურულად აცხადებს. როგორც “რეკორდმაისტერის” მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა განაცხადა, მისი გუნდი იანვარში არავის დამატებას არ აპირებს.
“სანდრო ძალიან კარგი ფეხბურთელია. მას კარგად ესმის თავისი როლი გუნდში და შემიძლია ვთქვა, რომ იგი ლევანდოვსკის მსგავსად მსოფლიო დონის ფეხბურთელია. მისი შეძენის შემდეგ “ბაიერნის” სატრანსფერო კამპანია ზამთარში დასრულებულია”, - ციტირებს ჰაინკესის სიტყვებს TZ Online.
შეგახსენებთ, “ბაიერნმა” მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “ჰოფენჰაიმიდან” თავდამსხმელი სანდრო ვაგნერი გაიფორმა. როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს ეს სრულებით აკმაყოფილებს და ახალი ფეხბურთელების დამატება ზაფხულამდე მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.