ფეხბურთი

15:06 | 3.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესის ბავშვობის ექიმი: "ასეთი დეფექტით 20 000-დან ერთი ბავშვი იბადება"

დიეგო შვარცშტაინი ლეო მესის ბავშვობის ექიმია. შვარცშტაინი ჰყვება, თუ რა პრობლემები ჰქონდა მესის.

"ჩემი საყვარელი გუნდი "ნიუელზ ოლდ ბოიზია". კლუბის ბოსებმა 10 წლის ბავშვი მომიყვანეს და მითხრეს, ჩვენთან ათასობით ბავშვს უთამაშია, მაგრამ ეს საუკეთესოაო. ლეო ძალიან დაბალი, 125 სანტიმეტრი იყო. აშკარად რაღაც დარღვევასთან გვქონდა საქმე. ბავშვის მშობლები მდიდრები არ იყვნენ, წამლებსა და ანალიზებს კი თანხა სჭირდებოდა. ეს პროცესს ართულებდა.

...ჩანდა, მესის ჰორმონები სიმაღლეში ზრდის საშულებას არ იძლეოდა. ასეთი დეფექტით, საშუალოდ, 20 000-დან ერთ ბავშვი იბადება.

...მკურნალობამ სამ წელიწადზე მეტი წაიღო. კარგი, დამჯერი პაციენტი იყო. ჩანდა, ლეო ყველაფერს იზამდა, რათა ფეხბურთი ეთამაშა. მე ვუთხარი: "მარადონაზე მაღალი იქნები". მართლაც, ლეო 169 სანტიმეტრია, დიეგო კი - 165. დღეს კი ვხვდები, რომ მესი მარადონაზე არა მხოლოდ მაღალი, მასზე უფრო დიდი ფეხბურთელიცაა.

...2000-2001 წლებში სიტუაცია გართულდა. მკურნალობის ხარჯები თვეში 1300 დოლარამდე გაიზარდა. არგენტინაში ეკონომიკურმა კრიზისმა იმძლავრა, სამედიცინო დაზღვევებიც დიდწილად გაუქმდა და ლეოს მამასაც პრობლემები შეექმნა. ბარსელონაში წავედით და კატალონიურმა კლუბმა ხარჯების ნაწილი დაფარა, მაგრამ მთლიანობაში, მესი 70 პროცენტით არგენტინაშივე განიკურნა.

...არასრული ოთხი წლის განმავლობაში, ლეომ დაახლოებით 1400-ჯერ გაიკეთა ნემსი. ეს მხოლოდ სიმაღლეში გასაზრდელად. ვინც ფიქრობს, რომ ეს დოპინგის ტოლფასია, უბრალოდ, იდიოტია. ლეო სიმაღლეში მივუახლოვეთ სხვა ბიჭებს, ეს იყო და ეს. რომ არა მკურნალობა, ლეო დღეს 10-15 სანტიმეტრით დაბალი იქნებოდა და ჩვენს წინ ვერ იქნებოდა უდიდესი ვარსკვლავი".

0.113032