ფეხბურთი

14:23 | 3.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუანი - ნომერ პირველი სამხრეთ ამერიკაში

სამხრეთ ამერიკაში მოთამაშე ფეხბურთელთაგან, წლის საუკეთესო გახდა ბრაზილიელი ლუანი. გამოკითხვას ურუგვაული "ელ პაისი" ატარებს და ტიტული იგივე რანგისაა, როგორც ევროპაში "ოქროს ბურთი".

"გრემიოს" 24 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გამოკითხვაში გაუსწრო პერუელ ხოსე პაულო გერეროსა ("ფლამენგო") და "გრემიოს" ნახევარმცველ არტურს.

რით დაიმსახურა ლუანმა? ის ლიდერია "გრემიოსი", რომელმაც წლეულს ლიბერტადორესის თასი მოიგო. ლუანმა შარშან ოლიმპიადაც მოიგო ბრაზილიის ნაკრებში.

0.111921