“ტორონტომ” შინ “მილოუკი” 131:127 დაამარცხა. კანადელთა ლიდერმა კარიერაში ყველაზე მეტი 52 ქულა ჩააგდო, რაც ასევე კლუბის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე “ტორონტოს” რეკორდი ვინს კარტერს ეკუთვნოდა, რომელმაც 2000 წელს “ფინიქსთან” მატჩის დროს 51 ქულა ჩააგდო.
დეროზანმა 9-დან 5 სამქულიანი, 20-დან 12 ორქულიანი და 13-დან ცამეტივე საჯარიმო სროლა ჩააგდო.