კალათბურთი

1:59 | 31.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილმა ყოფილი გუნდი არ დაინდო

იტალიის სერია A-ს XIII ტურში „რეჯანამ“ „კანტუს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 86:80.

რეჯიო ემილიელთა წარმატებულ გამოსვლაში დიდი როლი ითამაშა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელიც თანაგუნდელთა შორის გამორჩეული გახლდათ. მანუჩარმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 30 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 19 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი დააგროვა.

მანუმ 6-დან 2 ორქულიანი, 9-დან 4 სამქულიანი და 7-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ მარკოიშვილი თანაგუნდელთა შორის ყველაზე შედეგიანი გახლდათ, ხოლო მთლიანად შეხვედრაში მხოლოდ კრისტიან ბარნსს ჩამორჩა (20 ქულა).

„რეჯანას“ 13 ტურის შემდეგ 5 მოგებითა და 8 წაგებით მეთერთმეტე ადგილი უკავია. რეჯიო ემილიელები მომდევნო ტურში 7 იანვარს, „ბრინდიზის“ უმასპინძლებენ.

0.104634