“ვალენსიას” და პორტუგალიის ნაკრების შემტევის, გონსალო გუედეშის მამამ განაცხადა, რომ მის შვილს “მესტალიაზე” დარჩენა სურს.
21 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებს “პარი სენ-ჟერმენი” ფლობს, “ვალენსიაში” კი იჯარით თამაშობს და “ლოს ჩეს” შესანიშნავად მოერგო.
“ყველა მოთამაშეს სურს, რომ საუკეთესო კლუბისთვის და საუკეთესო ტურნირებზე ითამაშოს. ამჟამად, ჩემს შვილს ეს ყველაფერი აქვს. “ვალენსია” თუ ჩემპიონთა ლიგაზე გავა, გონსალოსთვის აქ დარჩენა იდეალური იქნება. ეს არის დიდი კლუბი, რომელსაც შესანიშნავი ქალაქი და ბრწყინვალე გულშემატკივრები ჰყავს”, - განაცხადა პორტუგალიელის მამამ.
გუედეშმა “ღამურების” მაისური 14-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.