სხვა

12:33 | 30.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანდრო ბითაძე - სამაგალითო სპორტსმენი და ქველმოქმედი

საქართველოს ნაკრების ლიდერი წყალბურთში ანდრო ბითაძე საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2017 წლის აღმოჩენად დაასახელა. პრიზის და სამახსოვრო სიგელის გარდა, ანდრომ საღამოს პარტნიორისგან, კომპანია "ნიკორასგან" მიიღო ფასიანი ვაუჩერები.

მეორე დღეს, ანდროს ინიციატივით, ჩვენ ვესტუმრეთ პატარა მეგობრებს და საახალწლოდ მათ მოლოდინი გავულამაზეთ. ამ პატარებს არ აკლიათ სითბო, მაგრამ ამ პატარებმა ანდროს სახით კიდევ ერთი დიდი მეგობარი შეიძინეს. ანდრომ განსაკუთრებული საქმევლოქმედო აქცია ჩაატარა. წყალბურთელებმა პატარებს სხვადასხვა სახეობის ბურთები, კალენდრები, სუვენირები გადასცეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტს დავით რურუას. ძალიან კარგი, საახალწლო ჟესტი ამ ადამიანისგან. და ანდრო ბითაძე სამაგალითო ადამიანი და ძალიან მაგარი სპორტსმენია. დიდი მადლობა კომპანია "ნიკორას" ყურადღებისთვის და დიდი მადლობა ანდროს ჩვენი პატარა მეგობრების სახელით. ბავშვებთან გატარებულმა ერთმა საათმა ძალიან ბევრი მოგვცა. იყავით ქველმოქმედები და გიყვარდეთ პატარები.

ზურაბ თალაკვაძე

0.203524