კალათბურთი

10:49 | 30.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას უქულო მატჩი და "გოლდენ სტეიტის" მარცხი

NBA-ს მოქმედი ჩემპიონი “გოლდენ სტეიტი” დამარცხდა. ოკლენდელებმა “ორეიკლ არენაზე” “შარლოტ ჰორნეტსთან” ვერაფერი გაწყვეს და საბოლოოდ 11 ქულით ჩამორჩნენ მეტოქეს – 100:111.

ტრავმით გამწვეული იძულებითი უქმობის შემდეგ ზედიზედ მეორედ ითამაშა ზაზა ფაჩულიამ. საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანმა პარკეტზე 13 წუთი გაატარა, მაგრამ ხსენებულ დროში ბურთი კალათში ვერ მოათავსა და შესაბამისად, მატჩი უქულოდ დაასრულა. გარდა ამისა, ზაზამ ბურთი 7-ჯერ მოხსნა და ერთხელ ჩაჭრა.

“მეომართა” რიგებში საუკეთესოები კევინ დურანტი და კლეი ტომპსონი იყვნენ (27 და 24 ქულით), თუმცა სხვებმა არცთუ ეფექტურად ითამაშეს და სტივ კერის გუნდი დამარცხდა. “შარლოტის” შემადგენლობაში საუკეთესო დუაიტ ჰოვარდი აღმოჩნდა, რომელმაც 29 ქულა, 13 მოხსნა და 7 პასი მიითავალა.

“გოლდენ სტეიტი” მარცხის მიუხედავად, დასავლეთ კონფერენციაში ისევ ლიდერია (26 მოგება და 10 წაგება). ოკლენდელები მომდევნო მატჩს 31 დეკემბერს, შინ “მემფის გრიზლისთან” ჩაატარებენ.

0.115348