ფეხბურთი

15:00 | 29.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

თემურ შონია თბილისის “ლოკომოტივში”

27 წლის ნახევარმცველი თემურ შონია ბათუმის “დინამოდან” თბილისის “ლოკომოტივში” გადავიდა. შონია ბათუმელთა ლიდერი და კაპიტანი გახლდათ.

თემურმა გასული სეზონის 33 მატჩში 5 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტიც გოლით აღნიშნა: ეს იანვრის ბოლოს, ამხანაგურში ყაზახეთთან. იმ დროს ვლადიმირ ვაისს ეროვნული ჩემპიონატიდან გამოძახებული ფეხბურთელები ჰყავდა.

შონია 2014 წლიდან თამაშობდა ბათუმის ‘დინამოში”, მანამდე კი ცხინვალის “სპარტაკის” წამყვანი ფეხბურთელი იყო.

0.106984